შპს "მეგობრობა" დღეს


დღეს ჩვენთან დასაქმებულია 45 კვალიფიციური კარ-ფანჯარის დამზადების და მონტაჟის სპეციალისტი. ჩვენი საწარმო გაშენებულია ავჭალის რაიონში 5000 კვადრატულ მეტრზე. საწარმო დაკომპლექტებულია ევროპული ხარისხის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. ასევე შპს "მეგობრობა" გახლავთ 2015 წლის ნაციონალური ბიზნეს ლიგის გამარჯვებული და ZENOWIN -ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.

კომპანიის შესახებ მოკლე მიმოხილვა


მსოფლიოში მრავალი წარმატებული კომპანიის მსგავსად, ჩვენი კომპანიის ისტორიაც ერთი პიროვნების სახელით იწყება და ჩვენს შემთვევაში ეს არის მამუკა არევაძე.მან 2003 წელს დაიწყო თბილისში ერთ-ერთმა პირველმა ალუმინისა და მატალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოება.მან იცოდა, რომ კარ-ფანჯრების პროდუქციის მომავალი დაეყრდნობა უსაფრთხოების,ეფექტურობისა და კომფორტის ინტელექტუალურ შერწყმას.
შპს "მეგობრობის" ძირითადი მიმართულებებია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება,მისი საქმიანობა მოიცავს : ფასადის სისტემები,ვიტრაჟები,მინაპაკეტი, მეტალოპლასტმასი და ალუმინი,მცირე საკედლე და სატიხრე ბლოკების დამზადება, ლითონის კონსტუქციებისა და ნაკეთობების დამზადება.
დღეისათვის საქართველოს სამშენებლო ბაზარზე უამრავი კონკურენტი არსებობს, თუმცა კომპანიამ დაიმსახურა კერძო დამკვეთის ნდობა,ამ ნდობას პირველ რიგში განაპირობებს ხარისხი,პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიონალიზმი, ალუმინის და მეტალოპლასტმასის საამქრო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,რომლის მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი პროდუქცია. (იგი წარმომადგენელია გერმანულ-თურქული ბრენდების "WORLDPLAST"-ისა და " STRûBER"-ის, შესაბამისად  კომპანიას შეუძლია თამამად ყოველგვარი რისკების გარეშე გრძელვადიანი გარანტია მისცეს მომხმარებელს).
კომპანიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალის პროფესიული დონე და ყველაფერს აკეთებს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. კომპანიის 12 (თორმეტი) წლიანი გამოცდილების მიუხედავად უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს არა ერთჯერადი მოგება, არამედ ხანგძლივიურთიერთობა მომხმარებელთან, ამიტომ ყველაფერი კეთდება, რომ უკმაყოფილო ან გაწბილებული არავინ დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქციის ხარისხი არასოდეს მცირდება, ნათელი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთულია კომპანიისათვის ფასების სტაბილური დონის შემოთავაზება, თუმცა ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ.
რაც შეეხება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გუნდი დაკომპლექტებულია ძლიერი ტექნიკურ-ინჟინერთა პერსონალით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, ეკოლოგიურად სუფთა ხარისხიან მასალებს და ფუნქციურად ჯანსაღ ბინებს. ასევეაღსანიშნავია, რომ მშენებლობა ხორციელდება ტექნიკური სამსახურისა და კონსტუქტორის საავტორო ზედამხედველობით (ხორციელდება ყოველი სართულის ტექნიკური ზედამხედველობა რაც ნიშნავს იმას, რომ კეთდება ფარული სამუშაობის აქტი, ბეტონის ხარისხის ოქმი, არმირების ფოტო და ვიდეო მასალა და ეს ყველაფერი ერთად კეთდებაერთ ალბომად) რაც პროექტის კონსტრუქციული სიმტკიცის გარანტიაა.

მაღალი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები