სიახლეები

news

Tuyap Excibition – სამშენებლო მასალების მორიგი სეზონური გამოფენა სტამბოლში

6-9 მარტს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში სამშენებლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა – Tuyap Excibition გაიმართა. Tuyap-ის ღონისძიებას სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ, ათამდე ქვეყნის წარმომადგენლობამ კი გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა, მათ შორის: მეტალოპლასტმასისა და ალუმინის პროფილები, აქსესუარები, შემინვის სისტემები, სხვადასხვა ლითონის ნაკეთობები და ა.შ. Tuyap-ის გამოფენას პარტნიორ კომპანიებთან ერთად, სამშენებლო ჯგუფ „მეგობრობის“ წარმოებისა და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი ამ სფეროში ინფორმაციის გაცვლა, სიახლეების დანერგვა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება იყო. „მეგობრობა“ უახლოეს მომავალში სიახლეების დანერგვას გეგმავს, ამ ეტაპზე კი უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების ეტაპზეა.

12/12/2020

news

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა- “მეგობრობა” ქართველი სპორტსმენების განვითარების კვალდაკვალ

12-13 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატს ვეტერანი მოჭიდავე, ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერი და ქომაგი – სამშენებლო ჯგუფ „მეგობრობის“ დამფუძნებელი მამუკა არევაძე ესწრებოდა. კომპანიის დამფუძნებელი უკვე წლებია, რაც ქართული სპორტის აღორძინებას აქტიურად უჭერს მხარს. მამუკა არევაძეს არაერთი ფინანსური თუ მატერიალური წვლილი აქვს შეტანილი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებაში. როგორც ის თავად ამბობს, მისთვის, როგორც ვეტერანი მოჭიდავისთვის კიდევ უფრო მეტად საამაყოა ქართველი ფალავნების წინსვლა და გამარჯვება. კომპანია „მეგობრობა“ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერასა და განვითარებაზე მომავალშიც აქტიურად იზრუნებს.

12/12/2020

news

“სამშენებლო, სამონტაჟო & დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია”- BDO in Georgia-ს კონფერენცია

“სამშენებლო, სამონტაჟო & დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია”– ამ თემაზე 13 დეკემბერს,მულტიფუნქციიურ კომპლექს King David-ში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ავტორი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO in Georgia გახლდათ. კონფერენციაზე რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრეს, მათ შორის:  რატომ არის აუცილებელი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცი AP Business One – ERP სისტემა საპროექტო ორგანიზაციებისთვის სამშენებლო პროცესების სრული ციკლის ავტომატიზაცია დეველოპერული კომპანიების ეფექტიანობის ზრდა პროექტების ჭრილში აღრიცხვა და ანალიტიკა ჰოლდინგური კომპანიის მართვა კლიენტი კომპანიები მათი გამოცდილების შესახებ ღონისძიებას სამშენებლო ჯგუფ “მეგობრობის” დამფუძნებელი მამუკა არევაძე ესწრებოდა.

12/12/2020