კომპანიის სიახლეები

ახალი პროექტი სააკაძეზე

სამშენებლო კომპანია მეგობრობა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს თბილისის ცენტრალურ უბანში – კაპიტალ რეზიდენსი.

პროექტი გახლავთ ბიზნეს კლასის და მოიცავს საოფისე ფართებსა და საცხოვრებელ აპარტამენტებს.

კაპიტალ რეზიდენსი მდებარეობს სააკაძის მეორე გასასვლელში და ლოკაციურად არის სტრატეგიულ ადგილზე, რადგან ირგვლივ მდებარეობს ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: უნივერსიტეტები, მაკდონალდსი, სააკაძის მოედანი, თბილისის მერია, სუპერმარკეტი და ა.შ.

პროქტში გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი და დაცული ეზო, ფიტნეს დარბაზი, კვების ობიექტი და საპარკინგე სივრცეები.

მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში და სრულდება 2025 წლის ბოლოს.