რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვისას მშენებარე კორპუსში?

ბინის ყიდვა მშენებარე კორპუსში ერთდროულად მომგებიანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ერთის მხრივ, ფასები დაბალია დასრულებულ ბინებთან შედარებით, მეორეს მხრივ კი არსებობს გარკვეული რისკები, რაც წინასწარ ცოდნას მოითხოვს. თუ გეგმავთ ბინის შეძენას მშენებარე კორპუსში, ქვემოთ წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან რჩევებს, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 1. შეამოწმეთ კომპანიის სანდოობა რამდენი წლის გამოცდილება აქვს კომპანიას? აქვს თუ არა დასრულებული პროექტები? რა რეპუტაციით სარგებლობს ბაზარზე? როგორია სხვა მომხმარებლების შეფასებები? სჯობს, აირჩიოთ კომპანია, რომელსაც უკვე აქვს მინიმუმ რამდენიმე წარმატებით დასრულებული მშენებლობა. 2. დააკვირდით დოკუმენტაციას სანამ ხელშეკრულებას მოაწერთ ხელს, გადაამოწმეთ: მიწის სამართლებრივი სტატუსი...

როგორ ავირჩიოთ ინტერიერის სტილი ახალ ბინაში?

ახალი ბინის შეძენა დიდი სიხარულია, მაგრამ არანაკლები გამოწვევაც. ერთ-ერთი პირველი კითხვაა: როგორ მოვაწყო ბინა ისე, რომ იყოს ფუნქციური, გემოვნებიანი და ჩემზე მორგებული? სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, ის ქმნის გარემოს, სადაც ყოველდღე ცხოვრობ, ისვენებ და ქმნი მოგონებებს. გთავაზობთ ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარება შენი ახალი სახლის დიზაინის შერჩევაში. გაიგე შენი საჭიროებები და ცხოვრების რიტმი ინტერიერი უნდა მოერგოს შენს ყოველდღიურობას: დიდ დროს ატარებ სახლში თუ გვიან ღამით ბრუნდები? გყავს ბავშვები ან შინაური ცხოველები? გიყვარს მინიმალური სტილი თუ მრავალფეროვნება? შეაფასე...

რატომ არის ლოკაცია გადამწყვეტი ფაქტორი ბინის შერჩევისას?

ბინის შეძენისას უამრავ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას: ოთახების რაოდენობა, აივანი, სარემონტო მდგომარეობა, კვადრატულობა. თუმცა არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ ბინის შერჩევისას - ლოკაცია. გთავაზობთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა იყოს ბინის ადგილმდებარეობა თქვენი მთავარი პრიორიტეტი: შენი ყოველდღიური ცხოვრება იწყება კარს მიღმა. შეიძლება თქვენი ბინა იდეალურად მოწყობილი იყოს, მაგრამ: რამდენ ხანში მიხვალთ სამსახურსა ან უნივერსიტეტში? რამდენად სწრაფად მიხვალთ მაღაზიაში, აფთიაქსა და კლინიკაში? როგორია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა? თუ ლოკაცია მოუხერხებელია, ყოველდღიური ცხოვრება რთულდება. დრო - ფულია, კომფორტი - ბედნიერება. გზაში...

რა უნდა გავითვალისწინოთ საინვესტიციო აპარტამენტის შეძენისას?

უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და პოპულარული საინვესტიციო საშუალებაა. განსაკუთრებით აქტუალურია ბინის შეძენა გაქირავების მიზნით, რაც სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გრძელვადიან, სტაბილურ და მზარდ შემოსავალს იძლევა. ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ შევაფასოთ ბინის შეძენა საინვესტიციო თვალსაზრისით, რა კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი და რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ. რატომ ღირს ბინის შეძენა გასაქირავებლად? პასიური შემოსავალი - გაქირავებული ბინა ყოველთვიურად გენერირებს სტაბილურ შემოსავალს, რაც ინვესტორისთვის სერიოზული უპირატესობაა. ღირებულების ზრდა - სწორად შერჩეული უძრავი ქონება დროთა განმავლობაში ძვირდება. გარდა გაქირავებით მიღებული შემოსავლისა, მფლობელი სარგებლობს კაპიტალის ზრდითაც. ინფლაციისგან დაცვა -...

ბუნებრივი განათების როლი ბინაში და როგორ გავზარდოთ ის?

ბუნებრივი განათება არის ბინის ის არაჩვეულებრივი რესურსი, რომელსაც ვერაფრით ჩაანაცვლებ. მზის შუქი ქმნის სიმყუდროვეს, ვიზუალურად ზრდის სივრცეს, დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. ამ ბლოგში გაეცნობი, რატომ არის ბუნებრივი განათება მნიშვნელოვანი. 1. რატომ არის ბუნებრივი განათება ასეთი მნიშვნელოვანი? ბუნებრივი შუქი ამცირებს სტრესს და ქმნის ფსიქოლოგიურ კომფორტს. ​​რაც მეტია ბუნებრივი შუქი, მით ნაკლებია ელექტროენერგიის მოხმარება დღის განმავლობაში. ნათელ ბინაში სივრცე სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურება, განსაკუთრებით ღია ფერებთან კო3მბინაციაში. 2.  რა განსაზღვრავს ბუნებრივი შუქის რაოდენობას ბინაში? ფანჯრების ზომა და რაოდენობა ბინის მხარე (აღმოსავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი...) გარემო...

How to Furnish a Studio Apartment?

1. Use a Single Color To avoid visual chaos, try to use a single color throughout the apartment. However, consider choosing a different color for the floor to give the impression of separate rooms. A rug can also help achieve this effect. 2. Add Essential Elements to the Interior For example, place a room divider behind which you can change clothes. Additionally, include a small sofa in the interior so that guests have a comfortable place to sit. 3. Use a Curtain Instead of a Door Of course, doors are typically used for privacy, but if your studio is small, avoid making it feel even smaller—use a curtain instead. 4. Make Your Home...

New Project on Saakadze

Construction company Megobroba presents its new project in a central district of Tbilisi – Capital Residence. This business-class development includes both office spaces and residential apartments. Capital Residence is located at the second exit of Saakadze Street, in a highly strategic location surrounded by key landmarks such as universities, McDonald’s, Saakadze Square, Tbilisi City Hall, supermarkets, and more. The project features a well-designed and secure courtyard, a fitness center, a dining facility, and dedicated parking areas. Construction is progressing actively and is scheduled for completion by the end of 2025.