Building Quality

მშენებლობისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მასალებს, რომელიც შემოწმებულია ლაბორატორიულად და აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. სწორედ ამიტომ, ხარისხი ჩვენი სიამაყეა!

ჰაიდელბერგის ბეტონი

მეგობრობის მშენებლობებში გერმანული ბრენდის HeidelbergCement-ის ბეტონს იყენებს. კომპანია 150 წლის წინ შეიქმნა, ხოლო ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

ჰაიდელბერგცემენტის ბეტონი შენობის სიმყარის გარანტიაა - კომპანია მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა ცემენტის და ბეტონის წარმოებაში. ბეტონი იწარმოება ლაბორატორიული მეთვალყურეობის ქვეშ, მუდმივად მოწმდება პროდუქციის ხარისხი, რათა აკმაყოფილებდეს საერთაშირისო სტანდარტებს.

სალამანდრა

კომპანია სალამანდრა დაფუძნებულია გერმანიაში, 1917 წელს.

მისი მთავარი მიმართულება გახლავთ  უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრების წარმოება. სწორედ, სალამანდრას გერმანულ ხარისხს ვიყენებთ ჩვენს პროექტებში, რომელიც საგრძნობლად ზრდის ენერგოეფექტურობას.

კაპაროლი

კომპანია მეგობრობა არაერთი წელია რაც აქტიურად იყენებს ისეთი ბრენდის საღებავებს როგორიც კაპაროლია, ფასადების მოსაპირკეთებლად თუ სხვა საჭირო სამუშაოებისთვის.

გერმანული ბრენდი Caparol-  1895 წელს დაარსდა და ინოვატორის სახელი დაიმკვიდრა, რომელსაც დღესაც ინარჩუნებს.