M Tower ორთაჭალა
მეგობრობა ქართული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომლის უმთავრესი მიზანია, პოტენციურ მობინადრეებს კომფორტული და მეგობრული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.
M Tower ორთაჭალა მეგობრობის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. საცხოვრებელ კომპლექსში ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე არქიტექტურა, დახვეწილი დიზაინი, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და უსაფრთხო გარემო. აქ ყველაფერი დაგხვდება მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის.
დეტალური ინფორმაცია კომპლექსზე
M Tower ორთაჭალა მდებარეობს ვახტანგ გორგასლის II ჩიხში, 40 ნომრის მიმდებარედ. ქალაქის ეს ნაწილი აერთიანებს ისტორიასა და თანამედროვეობას, სიმშვიდესა და დინამიკას. ადგილმდებარეობა მომავალ მობინადრეებს მისცემს საშუალებას, იცხოვრონ მრავალფეროვანი ცხოვრებით ჰარმონიულ გარემოში და ამავდროულად ქალაქური ცხოვრების აქტიურ რიტმს აჰყვნენ. რა თქმა უნდა, საცხოვრებელი კომპლექსის ასეთი მდებარეობა თვალწარმტაცი ხედების არსებობასაც უზრუნველყოფს – კორპუსიდან იშლება პანორამული ხედები ძველ თბილისზე, მტკვარსა და კრწანისის მთებზე.
საცხოვრებელ კომპლექსში უსაფრთხოების ნორმები სრულყოფილად იქნება დაცული, რადგან პროექტის მშენებლობა 41-ე დადგენილებას ითვალისწინებს, შესაბამისად, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და ცეცხლმაქრები.
ფართობის განაწილება
M Tower ორთაჭალის ტერიტორია მთლიანობაში 7,500 კვ. მ.-ს მოიცავს, საიდანაც 1000 კვ. მ უშუალოდ 32-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისთვისაა გამოყოფილი. ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი კი მთლიანად კეთილმოწყობილ ეზოს დაეთმობა. სივრცის ასეთი განაწილება ქმნის კომფორტს როგორც სახლებში, ისე კომპლექსის ეზოშიც. ეს საბოლოოდ მაცხოვრებლების ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანს და სასიამოვნოს გახდის.
საცხოვრებელი კომპლექსის ეზო
6,500 კვ.მ ეზო სრულად იქნება ათვისებული ისეთი სივრცეების მოსაწყობად, რომლებიც M Tower ორთაჭალის მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის ეზოს შესასვლელში დღე-ღამის განმავლობაში გააკონტროლებს დაცვის სამსახური.
ავტომობილების მფლობელებისთვის კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება ღია და დახურული ავტოსადგომები და სამრეცხაოები, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. კომპლექსის ტერიტორიაზეა განთავსებული ველობილიკებიც. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ელექტრომობილების დამტენებიც, რაც მეგობრობას საქართველოში ინოვაციისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის თანამონაწილედ აქცევს.
რა დაგხვდებათ M Tower ორთაჭალაში?
- თანამედროვე არ ნიშნავს ბუნებასთან დაშორებულს – ამ პრინციპს მისდევს მეგობრობის ფილოსოფია. M Tower ორთაჭალა თანამედროვე და ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის ეზოშიც გამწვანებული სივრცეები სიმშვიდესა და ჰარმონიას, ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას მოუტანს თითოეულ მაცხოვრებელს. ეზოს მოწყობაზე ლანდშაფტის დიზაინერი იზრუნებს, მაცხოვრებლებს კი აქ ტირიფები, ირმის რქა, ტუიები და პალმები დახვდებათ.
- მეზობლებთან დამეგობრების, მათი უკეთ გაცნობისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის M Tower ორთაჭალის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ყველა ასაკის მაცხოვრებლისთვის განთავსებულია გასართობი სივრცეები: საბავშვო მოედნები, სკვერები, საქანელები, ამფითეატრი და სხვ.
- ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები სპორტული მოედნებით ისარგებლებენ, შინაური ცხოველების პატრონები კი თავიანთი ოთხფეხა მეგობრებისთვის გამოყოფილ სივრცეს იპოვიან.
- M Tower ორთაჭალის ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ბაღი, რაც წარმოუდგენლად კომფორტულია მშობლებისთვის. აქვეა სარელაქსაციო-სამასაჟე სივრცე, სადაც სასიცოცხლო ძალების მოკრება როგორც განმარტოებით, ისე მეგობრებთან ერთადაც შეიძლება.
- კომპლექსის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ამფითეატრი, რომელიც 200 კვ.მ-ს მოიცავს და კომპლექსის საერთო იერსახესა და ხასიათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ამფითეატრი მობინადრეებს საშუალებას მისცემთ, მოაწყონ კონცერტები; გამოიყენონ სივრცე დაბადების დღეებისა და სხვა ღონისძიებების აღსანიშნად.
შენობის ფასადი
შენობის ფასადი თვალშისაცემი ვიზუალით გამოირჩევა, ვინაიდან საფასადე საღებავისა და მასალის შერჩევაზე დიდი დრო და ენერგიაა დახარჯული. შენობის ფასადები დამუშავდება და შეიღებება უმაღლესი ხარისხის საფასადე საღებავით და მასზე განთავსდება ნაწრთობი მინით გაწყობილი შავი ალუმინი. ფასადის ნაწილი მოპირკეთდება ხის ფერი კომპოზიტური მასალით და ალუმინის კომპოზიტური პანელებით. აივნების ფასადზე გამოყენებული იქნება ლითონის შავი ფერის მასალა და მინის მოაჯირი, ამასთანავე, თითოეული მათგანი იქნება გამწვანებული.
ხის ფერის კომპოზიტური პანელი და გამწვანებული აივნები ქმნის ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას. ფერების ასეთი შეხამება აჩენს ერთიანობას კორპუსსა და იმ გარემოს შორის, რომლის ნაწილიც ის არის.
ბინის ტიპები
M Tower ორთაჭალაში ბინები 32 კვ.მ-იდან გთავაზობთ. პროექტში დაგხვდებათ ბინების მრავალფეროვანი არჩევანი როგორც კვადრატულობის, ისე განლაგების მიხედვით. თითოეული მათგანი გამოირჩევა უნიკალური გეგმარებით და განსაკუთრებული ხედებით. ბინების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით როგორც საიტზე, ისე მეგობრობის სოციალური არხების საშუალებით.
მომავალ მაცხოვრებლებს პროექტის დასრულებისას ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ, რაც მოიცავს შემდეგს:
- ადგილობრივი წარმოების ენერგოეფექტური რკინის კარი;
- მოჭიმული იატაკი;
- გაჯით გალესილი და ფითხით გათეთრებული კედლები;
- გამოყენების წერტილებამდე მიყვანილი წყლის, გაზისა და გათბობის მილები;
- გერმანული ბრენდის Salamander-ის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა;
- მოპირკეთებული აივანი.
რატომ M Tower ორთაჭალა?
M Tower ორთაჭალა უკვე აირჩია უამრავმა ადამიანმა, ვინაიდან ის ეკომეგობრული, მრავალფუნქციური, თანამედროვე, უსაფრთხო, ჯანსაღი და მოსახერხებელი ადგილმდებარეობის მქონე საცხოვრებელი კომპლექსია.
მეგობრობა ქარდი
M Tower ორთაჭალაში, ისევე, როგორც მეგობრობის დანარჩენ პროექტებში, მობინადრეებს ბინის შეძენის შემდეგ მეგობრობა ქარდი გადაეცემათ. ბარათი აერთიანებს კომპანიებს, სადაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ ფასდაკლებით ისარგებლონ.
ჩვენი პროექტები
- მეგობრობა თემქაზე
- მეგობრობა გლდანი მე-3 მკ/რ
- მეგობრობა გლდანი მე-5 მკ/რ
- ახმეტელის პროექტი
- ჩემპიონი ლისზე
- პროექტი გურამიშვილზე
- Roundline სარაჯიშვილი
- Dadiani Residence
- ჯიქიას პროექტი
- M Tower გურამიშვილი
- M Tower ორთაჭალა
- Megobroba Gori
ბინის შერჩევის პროცესში შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის თქვენზე მორგებული პირობებით და დაფაროთ ბინის საფასური 2025 წლის ბოლომდე შიდა უპროცენტო განვადებით.