Request a Call
Leave us your phone number, and a personal advisor will get in touch with you
დღეს, როდესაც ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს, ბინების ჭკვიანი მართვის სისტემები – იგივე Smart Home – უკვე აღარ არის ფუფუნება, არამედ ნორმა, რომელიც უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ჭკვიანი სახლი ნიშნავს სისტემას, რომელიც ინტეგრირებულად მართავს სახლში არსებულ ძირითად ფუნქციებს: განათებას, გათბობა-გაგრილებას, უსაფრთხოებას, აუდიო/ვიდეო მოწყობილობებს და სხვას. ყველაფერი ეს შესაძლებელია დისტანციურად, სმარტფონით ან ხმოვანი ასისტენტით.
იმისათვის, რომ თქვენს ბინაში ჭკვიანი მართვის სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორებიცაა: ნეტისი, ქილოქერი, სონორასი და სმარტ ჰაუსი. ამ პარტნიორობის შედეგად, ჩვენი მაცხოვრებლები იღებენ თანამედროვე, სანდო და მარტივად სამართავ სისტემებს მეტი ფასდაკლებითა და მყარი სანდოობით, რომლებიც მომავალის მოთხოვნებს უკვე დღეს აკმაყოფილებს.
ჭკვიანი ბინა ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, ნაკლებ ხარჯს და მაქსიმალურ კომფორტს. ის უკვე არა მხოლოდ ახალი ტრენდია, არამედ ის არის მომავლის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ უკვე დღეს გთავაზობთ.