
კომპანია „მეგობრობამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ხარაგაულში წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარი ააშენა.
2022 წლის 7 აგვისტოს ტაძარი აკურთხა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე).
მსახურებას ასევე დაესწრო, ეპარქიაში სტუმრად მყოფი, ბელგიისა და ჰოლადიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.
ტაძარი მოქმედია, მასში წირვა-ლოცვა ყოველ შაბათ-კვირას აღევლინება და წირვას ჩაატარებს დეკანოზი თომა (ლაცაბიძე).