M Tower ოთაჭალის მშენებლობა და გაყიდვები დაიწყო

სამშენებლო კომპანია „მეგობრობამ“  ახალი, მასშტაბური 32 სართულიანი პროექტის „ემთაუერ ორთაჭალის“ მშენებლობა დაიწყო.

„ემთაუერ ორთაჭალა“ მდებარეობს  გორგასლის ჩიხი #2 და განთავსებულია  7500 კვ. მეტრზე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ კორპუსი მოიცავს მხოლოდ 1000 კვ. მეტრს, ხოლო დარჩენილი ფართობი დათმობილი იქნება სხვადასხვა  სივრცისთვის.

პროექტის ფარგლებში მოცემულ ფართობზე განთავსებული იქნება:

ღია ავტოსადგომები;

ველობილიკები;

გამწვანებული სივრცები;

საბავშვო სივრცე;

ფანჩატურები;

სპორტული მოედანი;

შინაური ცხოველების სივრცე;

ავტოსამრეცხაო;

ელექტრო მობილების დამტენი;

და რაც ყველაზე მთავარია მაცხოვრებლებს ამ სივრცეში ექნებათ 200 კვ. მეტრის ამფითეატრი.

ტერიტორიის უსაფრთხოებისთვის იქნება 24 საათიანი დაცვა და ვიდეო კონტროლი.

  „ემთაუერი ორთაჭალაში“ 41-ე დადგენილებით შენდება, რაც ნიშნავს იმას, რომ გათვალისწინებული იქნება სახანძრო ჰიდრატები, ცეცხლმაქრები, ბუნებრივი აირისა და კვამლის დეტექტორები.

შენობის ძირითადი კონსტრუქცია  უმაღლესი ხარისხის რკინა-ბეტონის კარკასული ნაგებობისგან შედგება. საძირკველი კი შერეული ტიპის იქნება: მოეწყობა ხიმინჯები და მასზე განთავსდება რკინა-ბეტონის ფილა.

 „ემთაუერ ორთაჭალის“ შენობის ფასადი დამუშადება და შეიღებება მაღალი ხარისხის საფასადე საღებავებით. პროექტი აღჭურვილი იქნება ალუმინის შავი ფერის ვიტრაჟებით, მოაჯირებად კი გამოყენებული იქნება მინა და ლითონის მასალა.  ფასადი ნაწილობრივ მოპირკეთდება ხისფერი კომპოზიტური მასალით და ალუმინის პანელებით. ფასადზე დამონტაჟდება ნაწრთობი მინები, აივნებზე კი მოეწყობა გამწვანებები.
კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მზის პანელები, რაც უფრო ეკომეგბრულს გახდის „ემთაუერ ორთაჭალის“ პროექტს.

საცხორებელი კორპუსიდან პანორამული ხედები იშლება, შენობის პირველ სართულზე კი განთავსდება რეცეფშენი, ასევე იქნება სარელაქსაციო-სამასაჟე სივრცე, ტანსაცმლის სამრეცხაო და გაქირავების სივრცე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GE