M Tower ორთაჭალა

SHARE

M Tower ორთაჭალა ვახტანგ გორგასლის მეორე ჩიხში მდებარეობს.

პროექტი 7500 კვ.მეტრზეა განთავსებული, აქედან შენობა მხოლოდ 1000 კვ.მეტრს მოიცავს, დანარჩენი ფართი დაეთმობა გამწვანებას და ეზოს კეთილმოწყობას.

შენობის ძირითადი კონსტრუქცია  უმაღლესი ხარისხის რკინა-ბეტონის კარკასული ნაგებობისგან შედგება. საძირკველი კი შერეული ტიპისაა: მოწყობილია ხიმინჯები და მასზე განთავსებულია რკინა-ბეტონის ფილა.

პროექტი  ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისგან შენდება, ადაპტირებულია და აღჭურვილია სახანძრო სისტემებით. საცხოვრებელი სახლი ასევე აღჭურვილი იქნება გენერატორით, რომელიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფს წყლისა და ელექტრო მომარაგებას.

ფასადი მოპირკეთდება ალუმინის კომპოზიტური პანელით, რომელიც იქნება თბოიზოლირებული, დამონტაჟდება ენერგოეფექტური მინა-პაკეტი, რაც უზრუნველყოფს თბო და ხმის იზოლაციას.