რა უნდა იცოდეთ, სანამ გაქირავებას დაიწყებთ?
ბინის ან კომერციული ფართის გაქირავება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა პასიური შემოსავლის მისაღებად. თუმცა, ქირავნობის პროცესს ხშირად ადამიანები მხოლოდ მარტივ გარიგებად აღიქვამენ. სინამდვილეში, ქირავნობის მართვას თავისი სპეციფიკა და პასუხისმგებლობა აქვს.
თუ გაქირავებას გეგმავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
1. ბაზრის კვლევა
- შეადარეთ თქვენი ფართი მსგავს შეთავაზებებს იმავე უბანში.
- გაითვალისწინეთ სართული, რემონტის ხარისხი, ავეჯი და ინფრასტრუქტურა.
- ზედმეტად მაღალმა ფასმა შეიძლება დაგიტოვოთ ფართი ცარიელი, ძალიან დაბალმა კი – შემოსავალი დაგაკლოთ.იურიდიული ფორმალობებo.
2. იურიდიული ფორმალობები
- მოამზადეთ წერილობითი ხელშეკრულება ყველა პირობით: ვადა, ქირის ოდენობა, გადახდის თარიღი, დეპოზიტი, პასუხისმგებლობები.
- სასურველია ნოტარიული დამოწმება.
- წინასწარ განსაზღვრეთ, ვინ არის პასუხისმგებელი კომუნალურ გადასახადებზე.
3. ქონების მდგომარეობა
- შეამოწმეთ ელექტრო და წყლის სისტემები.
- მოაწესრიგეთ სანტექნიკა.
- სურვილის შემთხვევაში, გადაიღეთ ფოტოები ფართის მდგომარეობის დასაფიქსირებლად, რათა შემდეგ დავა თავიდან აიცილოთ.
4. სწორი მოიჯარის შერჩევა
- შეეცადეთ მოიძიოთ პასუხისმგებლიანი და გადამხდელუნარიანი დამქირავებელი.
- გახსოვდეთ: ზოგჯერ უმჯობესია ცოტა უფრო დაბალი ქირის მიღება, მაგრამ სანდო მოიჯარის ყოლა.
5. ფინანსური დაგეგმვა
- გაითვალისწინეთ შესაძლო რემონტისა და მოვლის ხარჯები გაწევა.
6. კომუნიკაცია და წესების დაცვა
- წინასწარ განსაზღვრეთ წესები: შესაძლებელია თუ არა შინაური ცხოველი, სიგარეტის მოწევა, ან ფართის გაქირავება მესამე პირზე.
ქირავნობის მართვა არის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ორგანიზაციული და იურიდიული პროცესი. სწორი გათვლებითა და პასუხისმგებლობით, ქონება შეიძლება გადაიქცეს თქვენი ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.