სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ 12 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ხარისხისა და სანდოობის სიმბოლოა. ჩვენ „მეგობრობა ჰოლდინგის“ ნაწილი ვართ, რომელიც აერთიანებს მრავალპროფილურ საწარმოს, სამშენებლო-სარემონტო მაღაზიათა ქსელს, სასტუმროს, ფიტნეს ცენტრებსა და სამკერვალო ინდუსტრიას.
11 წარმატებით დასრულებული საცხოვრებელი პროექტის შემდეგ, ჩვენი დღევანდელი პრიორიტეტი პრემიუმ კლასის კომპლექსებია. ჩვენი მისიაა შევქმნათ თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც ქალაქის იერსახეს დახვეწს და მობინადრეებს განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის.