
მეგობრობა ახმეტელი
გლდანში ილია ვეკუას 17 ა-ში მდებარეობს , მეტრო ახმეტელთან 10 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი , რომელიც აერთიანებს კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეს.
პირველ სამ სართულზე განთავსებულია საოფისე და კომერციული ფართები , რომელსაც ცალკე/იზოლირებული შესასვლელი აქვს , დანარჩენ სართულებზე კი განთავსებულია საცხოვრებელი ბინები . აღნიშნული პროექტი გამოირჩევა განსხვავებულობით - დატვირთულია საკმაოდ დიდი ზომის ვერანდებით .
მდებარეობის მხრივ საკმაოდ მოსახერხებელი და პერსპექტიული ადგილი , როგორც კომერციული საქმიანობისთვის ასევე საცხოვრებლად . ახლოს არის მეტრო ახმეტელთან , გლდანი მოლთან, სითი მოლთან, სავაჭრო ცენტრ ევრაზიასთან , გლდანი პლაზასთან , სამედიცინო დაწესებულებებთან, სკოლებთან, ბაღებთან და არაერთ დიდ სუპერმარკეტთან , რაც თავისთავად ერთგვარ კომფორტს ქმნის . კორპუსი ნაშენებია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, ცხრა შრიანი პემზის ბლოკით , არმატურა უკრაინული , ბეტონი ჰაიდელბერგი.
რაც შეეხება გარე ფასადს, გამოყენებულია ალუმინის კონსტრუქცია, ნაწრთობი მინით შემინული, რომლის ექსკლუზიური შემომტანიც სწორედ , რომ კომპანია მეგობრობაა.
ფანჯრები და კარები გამოირჩევა მაქსიმალური ხმის იზოლაციით და დათბუნებით. ჩამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის ლიფტები.