ახალი პროექტი სააკაძეზე

სამშენებლო კომპანია მეგობრობა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს თბილისის ცენტრალურ უბანში - კაპიტალ რეზიდენსი. პროექტი გახლავთ ბიზნეს კლასის და მოიცავს საოფისე ფართებსა და საცხოვრებელ აპარტამენტებს. კაპიტალ რეზიდენსი მდებარეობს სააკაძის მეორე გასასვლელში და ლოკაციურად არის სტრატეგიულ ადგილზე, რადგან ირგვლივ მდებარეობს ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: უნივერსიტეტები, მაკდონალდსი, სააკაძის მოედანი, თბილისის მერია, სუპერმარკეტი და ა.შ. პროქტში გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი და დაცული ეზო, ფიტნეს დარბაზი, კვების ობიექტი და საპარკინგე სივრცეები. მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში და სრულდება 2025 წლის ბოლოს.