რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვისას მშენებარე კორპუსში?

ბინის ყიდვა მშენებარე კორპუსში ერთდროულად მომგებიანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ერთის მხრივ, ფასები დაბალია დასრულებულ ბინებთან შედარებით, მეორეს მხრივ კი არსებობს გარკვეული რისკები, რაც წინასწარ ცოდნას მოითხოვს. თუ გეგმავთ ბინის შეძენას მშენებარე კორპუსში, ქვემოთ წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან რჩევებს, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 1. შეამოწმეთ კომპანიის სანდოობა რამდენი წლის გამოცდილება აქვს კომპანიას? აქვს თუ არა დასრულებული პროექტები? რა რეპუტაციით სარგებლობს ბაზარზე? როგორია სხვა მომხმარებლების შეფასებები? სჯობს, აირჩიოთ კომპანია, რომელსაც უკვე აქვს მინიმუმ რამდენიმე წარმატებით დასრულებული მშენებლობა. 2. დააკვირდით დოკუმენტაციას სანამ ხელშეკრულებას მოაწერთ ხელს, გადაამოწმეთ: მიწის სამართლებრივი სტატუსი...

როგორ ავირჩიოთ ინტერიერის სტილი ახალ ბინაში?

ახალი ბინის შეძენა დიდი სიხარულია, მაგრამ არანაკლები გამოწვევაც. ერთ-ერთი პირველი კითხვაა: როგორ მოვაწყო ბინა ისე, რომ იყოს ფუნქციური, გემოვნებიანი და ჩემზე მორგებული? სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, ის ქმნის გარემოს, სადაც ყოველდღე ცხოვრობ, ისვენებ და ქმნი მოგონებებს. გთავაზობთ ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარება შენი ახალი სახლის დიზაინის შერჩევაში. გაიგე შენი საჭიროებები და ცხოვრების რიტმი ინტერიერი უნდა მოერგოს შენს ყოველდღიურობას: დიდ დროს ატარებ სახლში თუ გვიან ღამით ბრუნდები? გყავს ბავშვები ან შინაური ცხოველები? გიყვარს მინიმალური სტილი თუ მრავალფეროვნება? შეაფასე...

რატომ არის ლოკაცია გადამწყვეტი ფაქტორი ბინის შერჩევისას?

ბინის შეძენისას უამრავ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას: ოთახების რაოდენობა, აივანი, სარემონტო მდგომარეობა, კვადრატულობა. თუმცა არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ ბინის შერჩევისას - ლოკაცია. გთავაზობთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა იყოს ბინის ადგილმდებარეობა თქვენი მთავარი პრიორიტეტი: შენი ყოველდღიური ცხოვრება იწყება კარს მიღმა. შეიძლება თქვენი ბინა იდეალურად მოწყობილი იყოს, მაგრამ: რამდენ ხანში მიხვალთ სამსახურსა ან უნივერსიტეტში? რამდენად სწრაფად მიხვალთ მაღაზიაში, აფთიაქსა და კლინიკაში? როგორია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა? თუ ლოკაცია მოუხერხებელია, ყოველდღიური ცხოვრება რთულდება. დრო - ფულია, კომფორტი - ბედნიერება. გზაში...

რა უნდა გავითვალისწინოთ საინვესტიციო აპარტამენტის შეძენისას?

უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და პოპულარული საინვესტიციო საშუალებაა. განსაკუთრებით აქტუალურია ბინის შეძენა გაქირავების მიზნით, რაც სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გრძელვადიან, სტაბილურ და მზარდ შემოსავალს იძლევა. ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ შევაფასოთ ბინის შეძენა საინვესტიციო თვალსაზრისით, რა კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი და რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ. რატომ ღირს ბინის შეძენა გასაქირავებლად? პასიური შემოსავალი - გაქირავებული ბინა ყოველთვიურად გენერირებს სტაბილურ შემოსავალს, რაც ინვესტორისთვის სერიოზული უპირატესობაა. ღირებულების ზრდა - სწორად შერჩეული უძრავი ქონება დროთა განმავლობაში ძვირდება. გარდა გაქირავებით მიღებული შემოსავლისა, მფლობელი სარგებლობს კაპიტალის ზრდითაც. ინფლაციისგან დაცვა -...

ბუნებრივი განათების როლი ბინაში და როგორ გავზარდოთ ის?

ბუნებრივი განათება არის ბინის ის არაჩვეულებრივი რესურსი, რომელსაც ვერაფრით ჩაანაცვლებ. მზის შუქი ქმნის სიმყუდროვეს, ვიზუალურად ზრდის სივრცეს, დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. ამ ბლოგში გაეცნობი, რატომ არის ბუნებრივი განათება მნიშვნელოვანი. 1. რატომ არის ბუნებრივი განათება ასეთი მნიშვნელოვანი? ბუნებრივი შუქი ამცირებს სტრესს და ქმნის ფსიქოლოგიურ კომფორტს. ​​რაც მეტია ბუნებრივი შუქი, მით ნაკლებია ელექტროენერგიის მოხმარება დღის განმავლობაში. ნათელ ბინაში სივრცე სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურება, განსაკუთრებით ღია ფერებთან კო3მბინაციაში. 2.  რა განსაზღვრავს ბუნებრივი შუქის რაოდენობას ბინაში? ფანჯრების ზომა და რაოდენობა ბინის მხარე (აღმოსავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი...) გარემო...

როგორ მოვაწყოთ სტუდიოს ტიპის აპარტამენტი?

1. გამოიყენეთ ერთი ფერი ქაოსის ასარიდებლად, ეცადეთ მთლიან სახლში გამოიყენოთ ერთი ფერი. თუმცა, ეცადეთ, იატაკი განსხვავებული ფერის იყოს, რათა შეიქმნას იმის განწყობა, რომ სივრცეს ოთახები აქვს. შეგიძლიათ, საამისოდ ხალიჩაც გამოიყენოთ.   2. შეიტანეთ საჭირო ნივთები ინტერიერში მაგალითად, დადგით ოთახის ნახევრადგამყოფი, რომლის მიღმაც შეგეძლებათ, გამოიცვალოთ სამოსი. გარდა ამისა, შეიტანეთ ინტერიერში მცირე ზომის დივანი, რათა სტუმრებს შეეძლოთ კომფორტულად დაჯდომა.   3. კარის მაგივრად გამოიყენეთ ფარდა პირადულობის შექმნის მიზნით, რასაკვირველია, კარს ვიყენებთ ხოლმე, თუმცა, თუ თქვენი სტუდია პატარაა, უფრო მეტად ნუ დააპატარავებთ სივრცეს – საამისოდ ფარდა გამოიყენეთ.   4. გახადეთ თქვენი სახლი...

ახალი პროექტი სააკაძეზე

სამშენებლო კომპანია მეგობრობა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს თბილისის ცენტრალურ უბანში - კაპიტალ რეზიდენსი. პროექტი გახლავთ ბიზნეს კლასის და მოიცავს საოფისე ფართებსა და საცხოვრებელ აპარტამენტებს. კაპიტალ რეზიდენსი მდებარეობს სააკაძის მეორე გასასვლელში და ლოკაციურად არის სტრატეგიულ ადგილზე, რადგან ირგვლივ მდებარეობს ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: უნივერსიტეტები, მაკდონალდსი, სააკაძის მოედანი, თბილისის მერია, სუპერმარკეტი და ა.შ. პროქტში გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი და დაცული ეზო, ფიტნეს დარბაზი, კვების ობიექტი და საპარკინგე სივრცეები. მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში და სრულდება 2025 წლის ბოლოს.