შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვე ტელეფონის ნომერი და პერსონალური მრჩეველი დაგიკავშირდებათ
ახალი ბინის შეძენა დიდი სიხარულია, მაგრამ არანაკლები გამოწვევაც. ერთ-ერთი პირველი კითხვაა: როგორ მოვაწყო ბინა ისე, რომ იყოს ფუნქციური, გემოვნებიანი და ჩემზე მორგებული?
სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, ის ქმნის გარემოს, სადაც ყოველდღე ცხოვრობ, ისვენებ და ქმნი მოგონებებს.
გთავაზობთ ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარება შენი ახალი სახლის დიზაინის შერჩევაში.
ინტერიერი უნდა მოერგოს შენს ყოველდღიურობას:
ბინის კვადრატულობა და განათება ბევრს განსაზღვრავს:
არ არსებობს ერთგვარი „სწორი ინტერიერი“, თუმცა არსებობს ისეთი, რომელიც შექმნილია შენი კომფორტისა და სიმშვიდისთვის.
აი რამდენიმე პოპულარული ინტერიერის სტილი, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია:
Pinterest, Instagram, დიზაინ ბლოგები და კატალოგები დაგეხმარება, რომ უკეთ ჩამოაყალიბო შენი რა მოგწონს.
შეინახე ფოტოები, რომლებიც თვალში გეცემა და ბოლოს შენს სტილს ამოიცნობ.
ინტერიერის დიზაინში ყოველთვის არის დეტალები, რაშიც ღირს მეტი ინვესტიციის ჩადება:
სხვა ელემენტები – დეკორი, ტექსტილი, ფერები – მარტივად იცვლება მომავალში.
თუ გაქვს კონკრეტული ხედვა და დრო შეგიძლია ბინა თვითონაც მოაწყო.
თუმცა პროფესიონალი დიზაინერი დაგეხმარება:
სწორი სტილი ქმნის სახლში სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნებას.
ეძებ სანდო კომპანიას, რომელიც დაგეხმარება შენი ახალი ბინა ნამდვილ სახლად აქციო?
ჩვენ ვთანამშრომლობთ ინტერიერის დიზაინის პროფესიონალებთან და გთავაზობთ კონსულტაციას ნებისმიერი ბიუჯეტისთვის.