საცხოვრებელი vs კომერციული ფართის ინვესტიცია

უძრავ ქონებაში ინვესტიცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა კაპიტალის გასაზრდელად. თუმცა, როცა საქმე ეხება კონკრეტულ არჩევანს, ისმის კითხვა: საცხოვრებელ ფართში ჯობს ინვესტიცია, თუ კომერციულში?
ორივე ვარიანტს აქვს საკუთარი პლიუსები და მინუსები და საბოლოო არჩევანი დიდწილად დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ მიზნებზე, რისკის მიმართ დამოკიდებულებასა და მომავალ გეგმებზე.
ბინებში ინვესტიცია ხშირად უფრო უსაფრთხო ვარიანტად მიიჩნევა.
- მუდმივი მოთხოვნა – საცხოვრებელი ფართი ყოველთვის სჭირდება ადამიანებს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
- გამომუშავება გაქირავებით – გექნებათ სტაბილური, პასიური შემოსავალი.
- ფასის ზრდა – განვითარებად უბნებში ბინის ღირებულება დროთა განმავლობაში, როგორც წესი, იზრდება.
- გაყიდვა უფრო მარტივია – საცხოვრებელი ბინის გაყიდვაზე მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე კომერციულზე.
კომერციული უძრავი ქონება შეიძლება მოიცავდეს ოფისებს, სავაჭრო ობიექტებს, რესტორნებს ან სასტუმროებს.
- მაღალი სარგებელი – კომერციული ფართის გაქირავება გაცილებით მომგებიანია;
- გრძელვადიანი ხელშეკრულებები – ბიზნესები ხშირად აფორმებენ რამდენიმე წლიან ხელშეკრულებებს, რაც ინვესტორს სტაბილურობას აძლევს.
- მაღალი რისკი – ეკონომიკური ვარდნისას ბიზნესები შეიძლება სწრაფად დაიხურონ, რის გამოც ფართი გაუქირავებელი დარჩეს.
- მოთხოვნის ცვალებადობა – ადგილმდებარეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არასწორად შერჩეული ლოკაცია შეიძლება წლების განმავლობაში ცარიელი იყოს.
- უფრო რთულია გაყიდვა – კომერციული უძრავი ქონების გაყიდვა, ზოგადად, უფრო დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
როგორ ავირჩიოთ სწორი ინვესტიცია?
- თუ გსურთ სტაბილური და შედარებით უსაფრთხო შემოსავალი, საცხოვრებელი ფართი უკეთესი არჩევანია.
- თუ მზად ხართ მეტი რისკითვის მეტი სარგებლის მისაღებად, მაშინ კომერციულს გირჩევდით.