ბლოგი

კუთხის ბინა ყოველთვის ცივია?

ბინის შეძენისას ბევრი ადამიანი ფიქრობს, ღირს თუ არა კუთხის ბინის არჩევა. ხშირად ამბობენ, რომ „კუთხის ბინა აუცილებლად ცივია და მის გათბობაზე მეტი ხარჯი მიდის. მაგრამ ეს მოსაზრება არაა სიმართლე, რადგან თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები და ხარისხიანი მასალები სრულიად ცვლიან სიტუაციას.

რატომ ფიქრობენ, რომ კუთხის ბინა ცივია?

ძველ შენობებში კუთხის ბინები მართლაც პრობლემურები იყო:

  • გარე კედლების დიდი ნაწილი დაუცველი რჩებოდა სიცივისგან.
  • ფანჯრებისა და კედლების იზოლაცია დაბალი ხარისხის იყო.
  • გათბობის სისტემაც ნაკლებად ეფექტურად მუშაობდა.

შედეგად, ზამთარში კუთხის ბინებში ტემპერატურა დაბალი იყო და კომფორტის შესანარჩუნებლად მეტი ხარჯი ჭირდებოდა

როგორია რეალობა დღეს?

თანამედროვე მშენებლობაში ენერგოეფექტურობა ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია.

  • თბოიზოლაცია – ახალი კორპუსები დამატებით იზოლაციას იღებს, რაც სიცივის შეღწევას მნიშვნელოვნად ამცირებს.
  • ენერგოეფექტური ფანჯრები – ორმაგი ან სამმაგი მინა სითბოს დაკარგვას ზღუდავს.
  • გათბობის თანამედროვე სისტემები.

რა უპირატესობა აქვს კუთხის ბინას?

მხოლოდ „ცივი“ მხარე არაა, კუთხის ბინა ხშირად პირიქითაც ძალიან მიმზიდველია:

  • მეტი ფანჯარა და მზის შუქი – ბინა ნათელია და მზიან დღეებში ბუნებრივი გათბობა იზრდება.
  • უკეთესი ვენტილაცია – ჰაერის ცირკულაცია უფრო თავისუფალია.
  • უფრო კარგი ხედები – ხშირად კუთხის ბინიდან 2 მიმართულებით იშლება ხედი.

თუ შენობა თანამედროვე სტანდარტებით არის აშენებული, ხარისხიანი იზოლაციით და ენერგოეფექტური ფანჯრებით, კუთხის ბინა ისეთივე თბილი და კომფორტული შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა. თანაც მეტი სინათლითა და უკეთესი ხედებით.