მეგობრობა თემქა

კომპანია მეგობრობის კიდევ ერთი ექსპლუატაციაში შესული პროექტი მდებარეობს თემქაზე, დავით ნიშნიანიძის 11 ნომერში. საცხოვრებელი გახლავთ კომფორტ კლასის და შექმნილია ყველანაირი პირობა ოჯახური ცხოვრებისთვის.

კორპუსი ნაშენებია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალით და ვიზუალურადაც სრულად უმკლავდება თანამედროვე არქიტექტურულ გამოწვევებს . მდებარეობს მოსახერხებელ ალდგილზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება.

მიმდებარედ არის სკოლა , ბაღი, ადმინისტრაციული ცენტრები და სამედიცინო დაწესებულებები .

არის 12 სართულიანი და მეცამეტე სართული მანსარდა , სადაც განთავსებულია 2 ტერასიანი ბინა. სადარბაზო არის სრულიად გარემონტებული, ყველა სართულზე არის სარკეები, იატაკი და კიბის უჯრედები მარმარილოსია . ლიფტი არის თანამედროვე და ხარისხიანი, ავტონომიური კვების რეჟიმზე.

ჯამში არის 2 სადარბაზო ცალ-ცალკე ლიფტებით. ტერიტორია  სრულად იზოლირებულია, ეზოს კარი იკეტება , არის თავისუფალი საპარკინგე ადგილები, ეზოში ბავშვებისათვის გასართობი და მოსასვენებელი სივრცე . ბინებში ფართების გადანაწილება არის იდეალური , რაც იძლევა შესაძლებლობას პატარა ფართებში მოიწყოთ მაქსიმალური კომფორტი.

გალერეა